"სახალხო დამცველის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვას გავლენიანი პირებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგან. შესაბამისად, ჩემი ვალია, ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს",-თქვა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ კრიტიკული ანგარიში კონკრეტულ თანამდებნობის პირს არ ეხება:
"თითქოს, მინისტრის წინააღმდეგ იყო ეს ანგარიში და ა.შ. კომიტეტმა, ფაქტობრივად, უარყო, რომ კრიმინალურ სუბკულტურას და არაფორმალურ მმართველობას აქვს ციხეებში ადგილი. ფაქტია, რომ სახელმწიფომ, მათ შორის პრევენციის ეროვნულ მექანიზმსაც დაუდასტურა და არ უარყო, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. ასევე, იუსტიციის სამინისტროსგან ჩვენს მიერ მოწერილ წერილში არ არის უარყოფილი ის საკითხები, რაც ეხება არაფორმალურ მმართველობას",- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






