თეა წულუკიანი: მერვე დაწესებულებაში, სადაც წამების ციტადელი იყო, გავაშენე ბოსტანი
პოლიტიკა - 14:42, 21 Jan, 2020     1108

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას N8 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა.

„მერვე დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე. იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი, ზოგს ეცინება, წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო, დიახ, ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში მუშაობენ უვადო პატიმრები, რომლებიც თქვენ მაინცდამაინც არ გადარდებენ. 73 უვადო პატიმარია ქვეყანაში და ჩემი ვალია, ამ რიცხვის შემცირებაზე ვიზრუნო, არ ვგულისხმობ გათავისუფლებას. როგორ? კარგი იქნებოდა, ამაზე სახალხო დამცველს ჩემთან ერთად ემუშავა, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი რამ არ ჩანს, პირიქით, არაერთი უვადო პატიმარი თქვენთან ითხოვს შეხვედრას, მაგრამ თქვენ მათ არ შეხვედრიხართ, შეხვდით.

გლდანის დაწესებულება დიდი ინფრასტრუქტურაა და ძალიან ცუდი სამართავია, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდად არის მოწყობილი. ეს თქვენ კარგად იცით, ამას მე ვერ შემრაცხავთ, რადგან ეს არ არის ჩემი ბრალი. გლდანის დაწესებულებაზე პენიტენციურმა სამსახურმა დეტალურად მოგწერათ, თუ რატომ არის ზოგიერთი ადგილი გარემონტებული და ზოგი გაურემონტებელი. დღეს გლდანში არის 2600 პატიმარი. იმდენი პატიმარი, რამდენიც არის მთლიანად ლატვიაში, არის მხოლოდ გლდანში. ეს არის კრიტიკულად დიდი ინფრასტრუქტურა, თან დახურული ციხეა და რაკი სხვა ინფრასტრუქტურა არ დამხვდა, როდესაც ეს სისტემა შევიერთე, ამ პატიმრებს მე სახლში ვერ წავიყვან, თქვენც ვერ წაიყვანთ ალბათ, შესაბამისად, ეს პატიმრები სადღაც უნდა იყვნენ. თუ პატიმარი საკანშია, იმ საკანს ვერ გაარემონტებ, ამიტომ ხდება ფლიგელ-ფლიგელ დაწესებულების გამოთავისუფლება, იმ ფლიგელის გარემონტება, მერე უკან შეყვანა და ასე შემდეგ, რათა პრობლემა, რომელიც დაგვხვდა, აღმოვფხვრათ, თუნდაც მწერების პრობლემა. ასევე, ეს დახურული ციხეა და კარგი იქნება, ჰქონდეს ქვეყანას ფუფუნება, 2600 პატიმარი გაიყვანოს, გაარემონტოს და უკან შემოიყვანოს, მაგრამ ამის ფუფუნება დღეს ჩვენ არ გვაქვს.

მე ვიყავი პირველი მინისტრი, რადგან იმ მთავრობას წარმოვადგენ, რომელიც კარგად თუ დაუკვირდებით, ძალიან გაბედული მთავრობაა, პირველად მე შარშან, მაღალი ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ზონები უნდა დაიკეტოს. ეს არ თქმულა მანამდე, ეს ძალიან გაბედული განცხადებაა მრავალ ჭრილში, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ზონები უნდა დაიკეტოს, ამისთვის საჭიროა ახალი ციხეები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42