Запрешено, граница! - ოკუპანტებმა საჩხერის მიმართულებით ასეულობით ჰექტარი ტყის მასივი მონიშნეს
წაღვლი-ჩორჩანის კრიზისის პარალელურად, საოკუპაციო ზოლზე, შესაძლოა, კიდევ ერთი პრობლემური მონაკვეთი გაჩნდეს და მან ასეულობით ჰექტარი ტყის მაასივი მოიცვას
- ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე 2017 წლის ივლისიდან ყოველდღიურ სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებს და ოკუპანტების გადაადგილებას აკვირდება, ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, ტყეში პატრულირებისას მოპოვებულ სკნდალურ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.
მასალის მიხედვით ცხადი ხდება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩორჩანიდან საჩხერე-პერევის მიმართულევბით, ტყეში, მონიშვნები დასვეს და წითელი საღებავებით მონიშნეს ხეები, სადაც ახალმა საოკუპაციო ზოლმა უნდა გაიაროს. ამ მონიშვნების მიხედვით, სულ მალე ოკუპანტთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება ჩორჩანა-პერევის ტყის ასეულობით ჰექტარი: ჩორჩანის ტყის პრეცენდენტი ცხადყოფს, რომ მონიშვნების შემდეგი ეტაპი სამანქანო გზის გაყვანა და ტრანშეების გათხრა, ხოლო ბოლო ეტაპი - საოკუპაციო ღობეების დამონტაჟება. იქნება. მონიშნულ ადგილებს რომ ოკუპანტები უკვე თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევენ, ერთერთ ხეზე მილურსმნული აბრაც ცხადყოფს წარწერით: "საზღვარი! გასვლ აკრძალულია!".
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ანალოგიური მონიშვნები ჩორჩანა-წაღვლის ტყეში 2019 წლის იანვარში დასვეს, რაც დავით ქაცარავამ და მისმა გუნდმა აღმოაჩინა და განგში ატეხა. საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად აცხადებდა, რომ მონიშვნები მეტყევეებმა დასვეს, თუმცა, მოგვიანებით იძულებული გახდა, ტყის ნაწილის მიტაცების ფაქტი ეღიარებინა.
დავით ქაცარავას თქმით, საჩხერე-პერევის მიმართულებით მოვლენები ზუსტად ისეთივე სცენარით ვითარდება, როგორც გასულ წელს ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით განვითარდა. ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს არ დაუშვას და ახალი ტერიტორიის მიტაცების აღსაკვეთად ყველა ბერკეტი გამოიყენოს:
"დაპირებული ახალი ამბავი: ოკუპანტებისთვის დათმობილია ახალი ტერიტორია საჩხერის მიმართულებით,
• უახლოეს ხანში ასეულობით ჰექტარი ტყე მოექცევა ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაში საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელშეწყობით.
• დამადასტურებელი ფოტო მასალა ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ გადაადგილების შეზღუდვების და მუდმივი თვალთვალის მიუხედავად რამოდენიმე საათის წინ მოიპოვა.
სამწუხაროდ, ხელისუფლების საგანგაშო დუმილისა და "არგაღიზიანების პოლიტიკის" გამო, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეორედ, ჩვენ გვიწევს ჩავატაროთ პრეზენტაცია, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიას წარმოგიდგენთ, რომელიც არასდროს, თვით სსრ კავშირის დროსაც კი, არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.
ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. თუმცა, უკვე დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტიურად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.
საღებავებით მონიშვნასთან ერთად, ოკუპანტებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ტყეში მოხვედრის შემთხვევაში ადგილობრივები გააფრთხილონ ასეთი წარწერით (კადრში ჩანს აბრა) და მიანიშნონ არარსებულ საზღვარზე.
ამ და სხვა ნიშნულების გამოვლენისა და პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ჩვენი შეზღუდვითაა დაკავებული, თუმცა, ატოციდან ჩვენი გაყვანისა და საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს 940 დღის წინ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ორად გაყოფილ ეკრანზე, სადაც თქვენგან მარცხნივ გამოჩნდება ის, რაც უკვე იყო, ხოლო მარჯვნივ ის, რაც ხდება დღეს. მსგავსების აღმოჩენა და პროგნოზის გაკეთება, რას შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს უახლოეს პერიოდში, ვფიქრობთ, არ გაგიჭირდბათ...
მარცხნივ გადაღებულ ფოტოზე 2019 წლის იანვარია, მასზე ჩორჩანის ტყეში გადაღებული მონიშვნები ჩანს: ოკუპანტებმა ყვითელი საღებავებით გზა მონიშნეს, ხოლო ამ ადგილების აღმოჩენის შემდეგ პოლიცია ჩვენ გვიმტკიცებდა, რომ ეს მონიშვნები მეტყევეების ნახელავი იყო.
მარჯვენა ფოტოზე 2020 წლის იანვარია და მასზე უკვე პერევის მიმართულებით, ტყეში გადაღებული მონიშვნებია გამოსახული. განსხვავება მხოლოდ ფერშია.
საოკუპაციო ხაზიდან შემოჭრის სიღრმე შეადგენს საშუალოდ 240 მეტრს, ხოლო ჩორჩანა-პერევის საოკუპაციო ხაზის სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია.
გარდა აქ წარმოდგენილი ფოტო მასალისა, გთავაზობთ იმ ნიშნულების ჯიპიეს კოორდინატებს, რომლებიც ჩვენი პატრულირების დროს აღმოვაჩინეთ ჩორჩანის ტყეში.
42.165954,43.65602542.166142,43.65524142.166147,43.65505142.166258,43.654054
რას გვიპასუხებს ხელისუფლება?
არ დავიწყებ მარჩიელობას, დაველოდები მის პასუხს, მაგრამ იმ ჯიუტ ფაქტს ვერ გავექცევით - ხელისუფლებამ დათმო კიდევ უზარმაზარი ტერიტორიები და დაგვიმალა ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციის ფაქტი.
პ.ს. იმედია, იმდენს მაინც გააკეთებთ, რომ არ დაიწყებთ ჩვენ დარწმუნებას იმაში, რომ ეს მონიშვნები ადგილობრივი მეტყევეების ნამოქმედარია" - წერს დავით ქაცარავა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა