სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
სამოქალაქო აქტივიდტის დაკავებასთან დაკავშირებით მისი ალობლები სოციალურ ქსელში წერენ:
„დაახლოებით საათნახევრის წინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერს. ტრანსგენდერმა გამოიძახა პატრული ჩუმად, პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება. ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო, რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს, თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა,“ - ნათქვამია პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები






