დაბრუნდება თუ არა პარლამენტში გავრილოვის ღამის ანტიგმირი - ქუცნაშვილი თავის გადაწყვეტილებას დღეს გაამხელს
პოლიტიკა - 10:10, 20 Jan, 2020     1570
"გავრილოვის ღამის" ანტიგმირი, ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდეს. ქუცნაშვილი საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მედიას 20 იანვარს გაუმხელს.


ქუცნაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების" პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს. ქუცნაშვილმა მანდატი გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დატოვა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ოპოზიციაა.

ყოფილი დეპუტატის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას უკვე მიღებული აქვს თანაპარტიელები წინასწარ არ ლაპარაკობენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს განმარტეს, რომ გადამწყვეტი სწორედ ქუცნაშვილის პოზიცია იქნება, რადგან მის კვლავ გადეპუტატებას კანონი ხელს არ უშლის, მიუხედავად იმისა, რომ მან როგორც მაჟორიტარმა მანდატი დატოვა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ქუცნაშვილის პარლამენტში დაბრუნება სამართლებრივი ნონსენსია. მმართველი გუნდიდან ოპოზიციაში გადასული დეპუტატების ნაწილს იმედი აქვს, რომ სკანდალური წასვლის შემდეგ, ქუცნაშვილი საზოგადოებას დისკომფორტს აღარ შეუქმნის.

როგორც ირკვევა იურისტები კანონს განსხვავებულად განმარტავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს კანონი პარლამენტში ხელმეორედ დაბრუნების უფლებას უზღუდავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42