მიხეილ სააკაშვილი: "საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ყოველ ჯერზე, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ემსახურება. დემოკრატია კი არის მთავარი, რასაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ!
მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს შედეგები არ მოსწონს. მე მათი ძალიან კარგად მესმის. მინდა ვუთხრა ყველას ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკანდახევა არის დროებითი. იმ ტრადიციაზე დაფუძვნებით, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელიწადში და რომელსაც უკვე ვეღარაფერი ვერ აღმოფხვრის, დარწმუნებულკი ვარ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს.
ჩვენ გადავლახავთ ყველა სიძნელეს! ჩვენ ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და ჩვენ გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ!"
მასალის გამოყენების პირობები






