სერგეენკომ კითხვებს ისევ ვერ გასცა პასუხი - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 16:35, 16 Jan, 2020     687


ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით სერგეენკოს დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

მისი თქმით, სერგეენკომ ყველა ის პრობლემა დაადსტურა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციისპროგრამას დიდი ხანია აქვს

“დღეს დავით სერგეენკომ ყველა ის პრობლემა დაადსტურა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დიდი ხანია აქვს და რაზედაც მეც 2018 წლიდან მოყოლებული ვსაუბრობ. სამწუხაროდ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი თავის მართლებას ისევ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბრალდებებით ცდილობს და არა საზოგადოებისათვის კონკრეტული ხედვის წარდგენით, როგორ შეძლოს ჯანდაცვის სისტემამ დარჩენილი 70,000 მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, 2019 წლის 18 დეკემბერს “ლანცეტში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორი დავით სერგეენკოცაა, ვკითხულობთ, რომ თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), ქრონიკული C ჰეპატიტის 90%-იანი ელიმინაცია მხოლოდ 2026 წელს მოხდება.

“ეჭვქვეშ არ ვაყენებ უკვე 65,000 ადამიანის განკურნების უზამრმაზარ პოზიტიურ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ამერიკელ ხალხს ამ საჩუქრისათვის. თავისი სახსრებით ამას საქართველო კიდევ მრავალი წელი ვერ შეძლებდა. მაგრამ კითხვა მარტივი რჩება: რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? შეიძლებოდა თუ არა, უკეთესი ადმინისტრირების პირობებში უკეთეს მაჩვენებლებზე გასვლა?” - კითხულობს ჭიაბერაშვილი და ამბობს, რომ ამ კითხვას დავით სერგეენკომ კვლავ ვერ უპასუხა.

მისი აზრით, უკეთეს შედეგებზე გასვლა 2020 წლისთვისაც შეიძლებოდა და ხელისშემშლელი ფაქტორები, ჩემი აზრით, იყო:

-პროგრამის არასაკმარისი დეცენტრალიზაცია - პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში ჯერ კიდევ არაა დანერგილი სკრინინგი ამბულატორიულ დონეზე, ხოლო რეგიონებში ეს მხოლოდ შარშან დაიწყო. არადა 2017 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსათვის ნათელი იყო პროგრამაში ჩართვის დაბალი ტემპი

-საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა - პერიოდული მედია-კამპანიების მიღმა ყველაზე ეფექტური იქნებოდა სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმების დროული მობილიზება პროგრამაში, რადგან ყველაზე მეტი შეხება მოსახლეობასთან სწორედ მათ აქვთ და მათი მეშვეობით უფრო ეფექტურად შეიძლებოდა საზოგადოების ინფორმირებაც და პროგრამის მიმართ ნდობის ამაღლებაც ფინანსური ბარიერის მოხსნაც გაცილებით ადრე შეიძლებოდა, როდესაც პროგრამაში ჩართვის ენთუზიაზმი გაცილებით მაღალი იყო. მით უმეტეს C ჰეპატიტის პროგრამიდან ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩებოდა.

“ის, რომ ამ ბარიერების დროული მოხსნა არ მოხდა, პასუხისმგებლობა დიდწილად სწორედ დავით სერგეენკოზეა და არაა გასაკვირი, რომ ის ახლა თავის მართლების რეჟიმშია, მათ შორის, სახელმწიფო-მაკონტროლებელ ორგანოებთნ,” - ამბობს ჭიაბერაშვილი და იხსნებს, რომ 2015 წლის იანვარში თავადაც დადო ფოტო ფეისბუქში ხელისგულზე წარწერით STOP C იმის ნიშნად, რომ ისიც გულშემატკივრობს ამ პროგრამას. ფოტო ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის 16 იანვარს თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა. - ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42