ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია - "ქართულმა ოცნებამ" გაანდაგურა ყველა ინსტიტუტი, შეარყია ის, რაც საბჭოთა კავშირმა ვერ მოახერხა - ეკლესიის ნდობა" - შაშკინი NDI-ის კვლევაზე
პოლიტიკა - 13:52, 16 Jan, 2020     1063
ხელისუფლების ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მმართველი პარტიის ნდობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი ღიად ამბობს, რომ ხელსიუფლების მუშაობით უკმაყოფილოა. მოსახეობის 53% თვლის რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ისტორიულ მინიმუმზეა დასული ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და ის უარყოფითი მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია.

რაც შეეხება ინსტიტუტებს, წელს პირველად NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის რეიტინგი 14%-ით შემცირდა, რასაც განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ხელისუფლების მიე საპატრიარქოში უხეშ ჩარევას და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას უკავშირებს.

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ „ოცნება დასრულებულია“.

"NDI-ს კვლევა აჩვენებს, იმ რეალობას რაც ჩვენს ქვეყანაშია. საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს განწყობა უბრალოდ გადმოსცა ციფრებში. მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ რეჟიმში ვნახოთ. ვისაც აქვს ურთიერთობა მოსახლეობასთან, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, ის ამ ყველაფერს კარგად ხედავს. ბავშვები შიმშილობენ - ამაზე მეტი რაღა უნდა თქვა. მშობლებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ ახალ წელს შვილებს ტკბილეული უყიდონ. ამას კვლევა არ სჭირდება, ეს სამწუხარო, უმძიმესი რეალობაა.

ის რომ "ქართული ოცნება" დამთავრებულია, ეს არის ფაქტი. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ბევრად აღემატება "ოცნების" რეიტინგს. ოპოზიციის ლიდერების პირადი რეიტინგი აღემატება მმართველი პარტიის ლიდერების რეიტინგს.

გარდა იმისა რომ "ქართული ოცნება" დამთავრებულია, ხელისუფლებამ მოახერხა და გაანადგურა ყველა ინსტიტუცია. ამ ქვეყანაში არ დარჩა არცერთი სფერო, რომელსაც უდიდესი ზიანი არ მიაყენეს. ისეთი ინსტიტუციაც კი დასუსტებულია, ეკლესიასა და საპატრიარქოს ვგულისხმობ, რომელიც ისტორიულად მუდამ მდგრადი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც კი ვერ მიაყენა დიდი ზიანი, ქართულმა ოცნებამ კი მოახერხა, რომ 1/3-ით ჩამოაგდო ეკლესიის ნდობის რეიტინგული მაჩვენებელი. არ მესმის, როგორი მტერი უნდა იყო საკუთარი ქვეყნის რომ ეს გააკეთო..."- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

მისი თქმით, საზოგადოება პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვს.

"მართალია ქართული ოცნების" მავნებლობა მრავალი წლის წინ დაიწყო, როცა მათ კორუფციული გარიგებებით ფულის მოპარვა დაიწყეს, თუმცა ქვეყანა ფეხზე მაინც იდგა. ქვეყნის მდგრადობის კოეფიციენტი მაინც მაღალი იყო. თუმცა 8 წლის განმავლობაში გამეფებულმა კორუფციამ ინსტიტუტებიც შეარყია და ეს ფუნდამენტიც მოსპო. ბოლო წლებია ეს კორუფცია უფრო სიღრმისეული ხდება, ამის პარალელურად კი კორუმპირებული ხელისუფლება ინსტიტუციების განადგურებაზე გადავიდა. მე არ ვიცი ესენი სანამდე გასტანენ - ყველაზე დიდი ისტორიულად კულტურულად, დიდი და მდგრადი ინსტიტუცია საპატრიარქო იყო თუმცა სახელმწიფოს უხეშმა და მიზანართულმა ჩარევამ მიგვიყვანა იმ სურათამდე რაც ვიხილეთ კვლევაში.

ყველაზე საგანგაშოა ის დინამიკა, რასაც ვხედავთ საპატრიარქოს რეიტინგებში - ჯერ არ არის ფსკერი, თუმცა ვარდნა გრძელდება"- აცხადებს შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42