თბილისის მერის გარემოცვის დაჭერები იწყება - "კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, საჭირო დროს დაუპირისპირდება ივანიშვილს და მის ჩამოგდებაში დაეხმარება"
პოლიტიკა - 13:23, 16 Jan, 2020     2461
ოპოზიცია და მედია უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მერის გარემოცვის დაპატიმრებას ოროგნოზირებს. ხელსიუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კალაძის მაღალი რეიტინგი ივანიშვილს ისე აღიზიანებს, რომ კახაძის მიმართ კორუფციული გარიგებები უკვე დაწყებულია.

როგორც ჩანს ოლიგარქის განწყბის შესახებ იცის თავად კახა კალაძემაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციას შეუთვალა "თქვანთან ვარო".

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, დაკავებების მიზეზი კორუფციული გარიგებებია. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ კალაძემ მმართველი პარტია უახლოეს პერიოდში დატოვოს.

ელისაშვილისვე ინფორმაციით, დედაქალაქის მერა უკვე დაიწყო გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან ურთიერთობა და რამდენიმე პოლიტიკოსს შეუთვალა კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა.

"თვეზე მეტია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური იძიებს კალაძის კორუფციულ საქმეებს და რამდენადაც ვიცი, არაერთი ადამიანი დაიკითხა "არქი ჯგუფის" და კალაძის კორუფციული სქემის შესახებ. ჩემი ინფორმაციით უახლოეს პერიოდში დაიწყება კალაძის უახლეოსი გარემოცვის წევრების დაჭერები. კალაძე კარგად ხვდება, რომ, ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გემი იძირება. როცა შეერთებულ შტატებში ღიად საუბრობენ, რომ შესაძლოა ივანიშვილს ანგარიშები გაუყინონ, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის საქმე არის წასული და ამას კალაძე კარგად ხედავს. მან ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეუთვალა, რომ მას თუ ხელს არ ახლებენ, ის საჭორო დროს დაუპირისპირდება ივანიშვილს და მის ჩამოგდებაში დაეხმარება დანარჩენ ოპოზიციას"- აცხადებს ელისაშვილი.

კორუფციული გარიგებების სკანდალზე ამახვილსბს ყურადღებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილიც.

მისი თქმით, კალაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც კორუფციას შეეხებოდა ერთგვარი გაფრთხიოლება იყო.

"როგორც ჩანს, მას აქვს ინფორმაცია, რომ მის გარშემო დაიწყება დაკავებები და ეს ისნებს მისთვის გამაფრთხილებელი. საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ივანიშვილმა რეალური კორუმპირებულისა და ყაჩაღის, თავად კალაძის დაკავება გადაწყვიტოს. იმის ილუზია არ მაქვს რომ ივანიშვილი და კალაძე ერთმანეთს დაუპირიპირდებიან - არ მგონია, რომ ორმა ყაჩაღი, რომელმაც ერთმანეთზე ძალიან ბევრი რამ იცის, ერთმანეთს დაერიოს. ყველამ ვიცით, რო "პროგრეს ბანკის" საქმეში ისინი ერთად არიან"- აცხადებს ხაბეიშვილი.

თავად კალაძემ ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა და თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42