"ქართული ოცნების" ლიდერები NDI-ს კვლევებს არ ენდობიან
პოლიტიკა - 13:04, 16 Jan, 2020     801

"ქართული ოცნების" ლიდერებს "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევების არ სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსთა რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს იგი NDI-ს კვლევას საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად დაწყებულ, მიზანმიმართულ პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს.

"კვლევებს რაც შეეხება, მე იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი, რომ ეს არის მიზანმიმართული, პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ კარგად ვხედავთ, შეგვიძლია სტატისტიკაც ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ რა შედეგები იდებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია.

მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, რომ კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები საზოგადოებას აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები'' - აცხადებს კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 2020-ის არჩევნებზე 60 პროცენტზე მეტს აიღებს.

„ენდიაის“ 2016 წლის მარტის კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 15 პროცენტი. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 49 პროცენტი, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 60 პროცენტზე მეტს აიღებს 2020 წლის არჩევნებში. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, შეიძლება ნამდვილადაც ასე მოხდეს. სამწუხაროდ, ჯიუტად, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ CRRC-ის ატარებინებს კვლევებს, რომელიც რამდენიმე ათეული პროცენტით ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევები დრეს გამოქვეყნდა. NDI-ის კვლევების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“, 14 პროცენტი – არც ერთ პარტიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42