სერგეენკო ამტკიცებს, რომ პრეპარატების ვადის გასვლით არცერთი პაციენტი არ დაზარალებულა, რადგან მისი თქმით, 2015-2016 წლებთან განსხვავებით, 2018-ში პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო.
სერგეენკო აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში უკვე შემოსული იყო ამ მედიკამენტის, ჰარვონის ახალი ვადიანი პარტია და შესაბამისად, არცერთი პაციენტი ვადაგასული წამლებით არ მკურნალობდა.
“ნახევარ მილიარდზე მეტის მედიკამენტი ბრუტალურად ჟღერს და კითხვა ჩნდება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ ვიკიპედიაში ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა.
2018 წელს ის უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ გამოვა, რომ ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს 65 000 პაციენტის მკურნალობაში” – აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.
სერგეენკოს თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეპარატებს ვადა გასდიოდათ ქვეყნის პარტნიორებიც ფლობდნენ.
“შემდეგი ნაწილი, პარტნიორების რეაქცია და იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ – მინიმუმ მეამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნა იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი უფასოდ მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს” - განაცხადა სერგეენკომ და იქვე დასძინა, 2018 წლის განმავლობაში უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა სკრუპულოზურად შეამოწმეს პროგრამა და მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული.
მასალის გამოყენების პირობები






