რომელ პოლიტიკოსებს აქვთ ყველაზე მაღალი რეიტინგი - NDI-ის კვლევა
პოლიტიკა - 12:41, 16 Jan, 2020     2262
NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ.


კალაძის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 22% აფიქსირებს.

დავით ბაქრაძის მიმართ კი, 21%-მა. კალაძის შემთხვევაში 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 4% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ამბობს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი. კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძის მიმართ 35%-ს არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი.

გამოკითხვის თანახმად, შალვა ნათელაშვილს დადებითად გამოკითხულთა 29% აფასებს, უარყოფითად - 25%, 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% პასუხად კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის როგორი დამოკიდებულება აქვს.

გამოკითხულთა 20% აფასებს დადებითად ალეკო ელისაშვილს და ასევე, 20% უარყოფითად.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 27% -ს აქვს, პრემიერს უარყოფითად 34% აფასებს. 30%აცხადებს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ თუ უარყოფითი პასუხობს, რომ არ იცის.


კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42