2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია - NDI
პოლიტიკა - 11:49, 16 Jan, 2020     640
2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია - ამის შესახებ საუბარია NDI-ის უახლეს კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდდა.

კვლევის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას, კარგად მოსახლეობის 32% აფასებს, საშუალოდ - 33%, ხოლო ცუდად - 27%. წინა წლის მონაცემებს თუ შევაფასებთ, უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, 2018 წლის მარტში სამინისტროს საქმიანობას უარყოფითად 15% აფასებდა, დადებითი მაჩვენებელი კი იგივე, 32% იყო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის 23%, საშუალოდ 32%, ცუდად კი - 30%. უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით აქაც გაზრდილია, 2018 წლის მარტში - 20% იყო.

თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას 23% აფასებს კარგად, საშუალოდ -37%, ცუდად 28%. 2018 წლის მარტში თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას უარყოფითად 14% აფასებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 19%, საშუალოდ - 33%, ცუდად - 30%. შსს-ს საქმიანობას ცუდად, 2018 წლის მარტის კვლევის მიხედვით, 19% აფასებდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას ახალი კვლევის მიხედვით, კარგად 16% აფასებს, საშუალოდ - 34%, ცუდად 34%. უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი აქაც გაზრდილია 4%-ით, წინა წელთან შედარებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 15%, საშუალოდ - 36%, ცუდად - 27%. უარყოფითი შეფასება წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის 15%, საშუალოდ 32%, ცუდად - 31%. 2018 წლის მარტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას ცუდად 19% აფასებდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 10%, საშუალოდ - 30%, ცუდად 42%. 2018 წლის მარტში ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 29% აფასებდა.

ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა, 8% აფასებს კარგად, 29% საშუალოდ, ცუდად - 39%. წინა წლის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 23%-ია.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42