ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. 40%-ს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანო ცუდად მუშაობს.
რაც შეეხება სასამართლოს, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9% თვლის, რომ სასამართლო საკუთარ მოვალეობას კარგად ასრულებს. სასამართლო სისტემის მუშაობით უკმაყოფილო კვლევის თანახმად 31%-ია.
პოლიციის მუშაობით გამოკითხულთა 37% კმაყოფილია, 15% კი თვლის, რომ სამართალდამცველები ცუდად მუშაობენ.
რაც შეეხება ეკლესიას, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ეს ინსტიტუტი კარგად მუშაობს, 10% კი მისი საქმიანობით უკმაყოფილოა.
ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ჯარმა მიიღო. გამოკითხულთა 44% თვლის, რომ ჯარი ასრულებს საკუთარ მოვალეობას, უკმაყოფილო 9%-ია.
კვლევ ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი - 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

მასალის გამოყენების პირობები






