15 სამართალდამცველი გიორგი რურუას წინააღმდეგ - "მთავარი არხის" მეწილეს დე-ენ-ემი-ს ნიმუში აუღეს
პოლიტიკა - 15:20, 15 Jan, 2020     1301
"მთავარი არხის" მეწილეს დე-ენ-ემი-ს ნიმუში აუღეს.გამომძიებელი კახაბერ მურადაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში, გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღება ნებაყოფლობით მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დნმ-ის ნიმუში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიღეს.

„ნიმუში გაიგზავნება საექსპერტო ბიუროში და შედარდება მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ დნმ-ის ნიმუშზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო განჩინება შეასრულა გიორგი რურუამ და მისგან ნებაყოფლობით მოხდა ნიმუშის აღება. რაც შეეხება ჩხრეკას, ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ჩატარდა მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა მაშინ, როცა მოხდა მისი დაკავება და ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ვარგისია სროლისათვის“, - განაცხადა გამომძიებელმა.

დაკავებულის ადვოკატების თქმით კი ადგილზე ისეთი ვითარება შეიქმნა, უკეთესი იქნებოდა გიორგი რურუას საგამოძიებო პროცესში მონაწილეობა მიეღო.

"აღებულ იქნა ახალი განჩინება მოსამართლის ამ ნიმუშის აღებაზე და განჩინებაში რა თქმა უნდა მითითებული იყო პროპორციული ძალის გამოყენების უფლება მიეცა პოლიციასაც და გამოძიებას, მაგრამ იმავდროულად ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც მიეცა უფლება საჭიროების შემთხვევაში კონტინგენტიც დაეხმარებინა პროპორციული ძალისთვის.

შემოსული იყო დაახლოებით 10-15 პოლიციელი და რა თქმა უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებიც მზად იყვნენ.

არავითარი გონივრულობა არ იქნებოდა ჩვენის მხრიდან აქ ჭიდაობის დაწყება და წინააღმდეგობის გაწევა. განჩინების შესაბამისად გიორგი რურუამ მისცა ნიმუში, თუმცა რა თქმა უნდა ოქმში დავაფიქსირეთ ყველაფერი ის უკანონობა, რაც უკვე ჩადენილია," - თქვა შალვა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42