"სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს... ბავშვები გაუნათლებლები დაგვრჩებიან" - პაატა იმნაძე
პოლიტიკა - 12:02, 14 Jan, 2020     1247
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში.

მისი თქმით, ეს პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიციაა, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ.

რაც შეეხება ვირუსის ცირკულირებას იმნაძე ამბობს, რომ მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოიმატა წინა კვირასთან შედარებით.

“ეს გასაგებია იმიტომ, რომ პირველ და ორ იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო.

ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს.

სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბრის თვეში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42