სააკაშვილის განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ვოლსკიმ კი საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა
პოლიტიკა - 18:37, 13 Jan, 2020     1971
"მთავარი არხისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება იმ განცხადებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას ადაცემაში გააკეთა.

უწყების ინფორმაციით, განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით აშკარა მცდელობა. აღნიშნულ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ .
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ დაადასტურა ის, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების უკან თავად სააკაშვილი იდგა.

ვოლსკი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც თანამშრომლობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" იმართება მიხეილ სააკაშვილის მითითებებით.

"მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია სააკაშვილის განცხადებები რევოლუციური სცენარის თაობაზე. მისი განცხადება უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისთან მისი კავშირის შესახებ " - განაცხადა გია ვოლსკიმ .

აღნიშნულ განცხადებას სააკაშვილმა უპასუხა. იგი ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობას ანგრევს არა მისი განცხადებები, არამედ გაჭირვება , სიღატაკე და სახელმწიფო უწყებებში არსებული ის მძიმე ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პერიოდში საქართველოში შეიქმნა.

"მგელი, მგელის ძახილის არავის ეშინია. ყველამ ძალიან კარგად გაიგო ვინ არის ყველაზე დიდი მგელი ეს მგელი არის ივანიშვილი და მისი პატარა ტურები, რომლების აქეთ იქით დასდევენ. ესენი ითვლიან თავისი პოლიტიკური არსებობის და ქართველი ხალხის ძარცვის ბოლო პერიოდს. არაგერი კავშირი ამას სამართალთან არ აქვს.

ქვეყანაში დესტაბილიზაციას აწყობს სიღატაკე, რომელიც შეიყვანა ივანიშვილმა ქართველი ხალხი, დესტაბილიზაციას ქმნის კირუფცია, რომელმაც მოიცვა ყველაფერი, ეს არის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო. მე მინდა ქართველი ხალხი დავამშვიდო, რომ არსად წავიდნენ ქვეყნიდან. ამ უბედურებას მალე მოვაშთობთ" - განაცხადა მიხერილ სააკაშვილმა.

20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 2 მუხლით. ეს არის ჯგუფურად ძალადობის ოპრგანიზება. სწორედ ამ მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს. მეორე მუხლი კი რომელზეც სამართალდამცველები მუშაობენ არის ამბოხის გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42