ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ივანიშვილისთვის „აქილევსის ქუსლად“ იქცა! – „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის ექსპრეს-ანალიზი
პოლიტიკა - 17:48, 13 Jan, 2020     1269

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საერთაშორისო პროექტის ირგვლივ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„როგორც ახლახანს ცნობილი გახდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტის პირველი ეტაპი სრული კრახით დასრულდა. მიუხედავად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან პროექტის ღია მხარდაჭერისა, საქართველოს ხელისუფლებამ კონსორციუმის ირგვლივ დაძაბულობის ფონის ხელოვნურად შექმნით და სხვადასხვა მაქინაციებით მოახერხა ის, რომ დარგის ძალიან ავტორიტეტული ამერიკული საერთაშორისო კომპანია - მთავარი ინვესტორი პროექტიდან წასულიყო და მიაღწია იმას, რომ საბოლოოდ ჩაშალა ხელშეკრულება საერთაშორისო კონსორციუმთან. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ამ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაშლა ისევ კონსორციუმს გადააბრალოს და პროცესი გადაიყვანოს კონსორციუმთან წმინდა კომერციული ხასიათის სამართლებრივი დავის სიბრტყეში, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მოვლენების განვითარების მოცემულ ფაზაში წინა პლანზე გამოდის ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის არა კომერციული, არამედ საერთაშორისო პოლიტიკური განზომილება.

რეგიონში გეოპოლიტიკური ველის ბალანსის დინამიკაზე დაკვირვებით ალბათ ძნელი დასანახი არ არის, რომ რუსეთის იმპერიის გავლენის მილევად და ჩინეთის სწრაფი ზრდის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური აქტორებისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის თვალსაზრისით. ამ გეოპოლიტიკურ სარტყელში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, როგორც სჩანს, ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია და მისი გადაუდებელი რეალიზაცია დიდ პოლიტიკურ სიმტკიცეს მიზანდასახულობას მოითხოვს.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბ-ნი ივანიშვილი ცდილობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საერთაშორისო პროექტით საკუთარი „დიდი თამაში“ წამოიწყოს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ნდობა ქვეყნის შიგნით კატასტროფულად დაეცა, ხოლო საკუთარი საერთაშორისო რეპუტაცია მან თავად გაანადგურა ყოვლად მიუღებელი პოლიტიკური „ტრიუკებით“ და ანტიდასავლური განცხადებებით, ის, როგორც სჩანს, მოსალოდნელი დიდი პოლიტიკური რყევების პირობებში ეძებს ხელშეუხებლობის უფრო მყარ გარანტიებს. მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთ შანსს ის სწორედ ანაკლიის საერთაშორისო პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევაში და დიდ პოლიტიკაში მის სავაჭრო თემად გამოყენებაში შეიძლება ხედავდეს.

აღნიშნული მოვლენების ასეთი ხედვა საკმაოდ კარგად ხსნის ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული დესტრუქციული ქმედებების ლოგიკას. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ, რომ ბ-ნ ივანიშვილს შეიძლება აქვს იმის ილუზია რომ შეძლებს ანაკლიის პროექტის კონტროლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გარკვეულ „კოზირად“ გამოიყენოს, თუმცა რა თქმა უნდა არის რიგი სერიოზული ფაქტორები, რომელსაც ბ-ნი ივანიშვილი ვერ ითვალისწინებს და ვფიქრობ სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს მის გარდაუვალ მარცხს.

პრობლემის არსი კი იმაშია, რომ ბ-ნი ივანიშვილისთვის პრინციპულად გადაულახავი წინააღმდეგობა თავად მის მენტალიტეტშია. როგორც სჩანს, ის ადეკვატურად ვერ აფასებს პოლიტიკურ პროცესებს ვერც ქვეყნის შიგნით და მითუმეტეს ვერც საერთაშორისო დონეზე. მას არ ესმის დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობის წესები და თანამშრომლობის პრინციპების არსი. ივანიშვილმა და მისმა ხხელისუფლებამ ამოწურა ხელისუფლებაში ყოფნის ორი ციკლი და მას ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ აქვს, ამიტომ მასთან სხვა სალაპარაკო თემაც კი აღარ არსებობს გარდა იმისა, რომ მშვიდობიანად, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების გზით დათმონ ძალაუფლება.

სწორედ ამიტომ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საერთაშორისო პროექტი ბ-ნი ივანიშვილისთვის, სასურველი „კოზირის“ ნაცვლად, ყველაზე სუსტ წერტილად - ე.წ. „აქილევსის ქუსლად იქცა“!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42