„ამ ტერაქტისთვის მთელი სახელმწიფო, მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პოლიტიკა - 13:35, 13 Jan, 2020     1486
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელყუმბარა, რომელიც გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა, თემირლანს საერთოდ არ ჰქონია. მისი თქმით, გამოძიებამ ყველა სიბინძურე გამოიყენა მისი ოჯახის წინააღმდეგ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელობისთვის პასუხს აგებს.

„ყველამ კარგად ვიცით, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ამ საქმეს, მთავარი მტკიცებულება ის ყო, რომ ხელყუმბარა ჰქონდა თემირლანს. ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. ვიღაცისთვის შეცდომაა. მე როდესაც ხეობაში ვარ ჭიშკრებში, ყოველ საღამოს ველოდები თემირლანს. ვიბრძვით ამ საქმისთვის, მე მაინც ყოველ წამს გულში ასეთი აზრები მიტრიალებს, როგორ უნდა გავუძლო თემირლანის გარეშე ცხოვრებას. ალბათ, ეს ღვთის ნებაა. რაც შეეხება ხელყუმბარას, დღეს ამათი ჩვენებებით. რამენაირად თუ არსებობს სიბინძურე სახელმწიფოში, ჩემზე ყველაფერი გამოიყენეს, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ამ ხელყუმბარამ საზოგადოება ჩააგდო ეჭვში. ხელყუმბარა შემოტანილია. ის ოთახი 4-4-ზეა, სადაც თემირლანი იწვა. ორი ნაბიჯით შესულია იარაღით და იძახის ჯერ მარჯვნივ გადაიხარა, მერე მარცხნივ ხელყუმბარა ამოიღო დ აცადა გააქტიურება, საინტერესოა, ამდენ ხანს სპეცრაზმელი რას აკეთებს? ნებისმიერი ადამიანი, როდესაც შედიხარ და ეუბნები არ გაინძრე, ის ადამიანი უნდა გაშეშდეს. თუ მარჯვნივ გადაიხარა, მერე მარცხნივ, რას აკეთებს ამ დროს სპეცრაზმელი?

რაღაცნაირად სცადეს შეცდომის “გაპრავება“. მთელი ამ დროის განმავლობაში ვინახავდი, ვიცოდი რატომ შემოიტანეს ხელყუმბარა. ხელყუმბარა შემოიტანეს და გაბრიელ სალოსის ქუჩა 21 ნოემბერი აწერია პაკეტზე. გატანისას ისევ იმ პაკეტში ილუქება, მიაქვთ ეს ხელყუმბარა. როცა ესროლეს თემირლანს ვთქვათ დაუვარდა ხელყუმბარა, არც ერთი წვეთი სისხლია, როდესაც ოთახში სისხლის გუბე დგას. ეს ხელისუფლება შეეცადა ამ ტყუილისგან რაღაცა დამაჯერებლად გადაეცათ ხალხისთვის, მაგრამ დღეს ყველაფერი გამოჩნდა. ამისთვის მთელი სახელმწიფო, მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ბრიფინგზე ისაუბრა მოკლული თემირლანის დედამ მედეა მარგოშვილმაც. მისი თქმით, თემირლანის საქმეს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი გადაჰყვება. მარგოშვილიმა იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს თემირლანის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„მართალია შვილს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ გვინდა საზოგადოებამ გაიგოს რა მოხდა. სუს-ს არ უნდა აღიარება, მაგრამ იმედია, სამართალი იზეიმებს, მაქვს სტრასბურგის იმედი. 2020 წელს უფრო მასშტაბური პროტესტი იქნება, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია. ნათელია, რომ ამათ უსუსური ბავშვი მომიკლეს. ამ კომისიით გვინდა დაინახოს მთელმა საქართველომ, რა მოხდა სინამდვილეში. თემირლანს მძინარე მოუცვივდნენ და მოკლეს, ეს არის თემირლანის გრიფი. გრიფი ამათ თავიანთი ჩინოვნიკების საქმეზე აქვთ დადებული და ამის გახსნა არ უნდათ. იმიტომ, რომ თემირლანის საქმეს ბევრი მიყვება ამ ხელისუფლებიდან, ამათ ისეთი საშინელი დანაშაული აქვთ, მე ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა მარგოშვილმა.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ, მაჩალიკაშვილი საქართველოს წინაარმდეგ - ამ სახელწოდებით მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებისგან კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს მოითხოვს. ევროპული სასამართლო მათ შორის ინტერესდება, თუ რამდენად სწორად იყო დაგეგმილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, იყო თუ არა ძალის გამოყენება მართებული, რას შეიცავს პროკურატურის მიერ გასაიდუმლოებული მასალები.

მტკიცებულებების მისაწოდებლად მთავრობას ვადა 31 მარტამდე აქვს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 26 დეკემბერს პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. ის 2019 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42