შსს-მ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ძებნილი პირი დააკავა
კრიმინალი - 14:21, 12 Jan, 2020     2244

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ძებნილი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჭ., თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

სამართალდამცველთა დანახვისთანავე ზ.ჭ.-მ ჩაკეტა მანქანის კარებები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად მოახდინა პოლიციის მანქანებზე შეჯახება, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზ.ჭ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით. ბრალის წარდგენის შემდეგ კი, ზ.ჭ.-ს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ზ.ჭ-ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42