"ხელისუფლება ვალდებულია, მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვებს პასუხები გასცეს" - ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში
პოლიტიკა - 13:20, 12 Jan, 2020     964

"მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ოჯახს პროტესტის უფლება ჩამოართვა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან დღემდე ოჯახმა და საზოგადოებამ სპეცოპერაციის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითად განხილვა დაიწყო.

„მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საზოგადოებამ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე. უფრო მეტიც, მაჩალიკაშვილის ოჯახის, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების კულმინაცია, რომელიც იყო ძალზე ცინიკური, გამოიხატა 31 დეკემბერს, როდესაც მაჩალიკაშვილის ერთადერთი საპროტესტო ადგილი და მისი კარავი ნაგავში მოისროლეს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის დავალებით. ამას მოჰყვა პროტესტი და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავება.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და ეფექტური გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ე.წ. სპეცოპერაციის განსაკუთრებულად დამამცირებელი და აგრესიული ჩატარების გამო და ასევე, არ დასჯილან ამ დრომდე დამნაშავეები. ძალზედ მნიშვნელოვანია, ასევე, ის ფაქტი, რომ დღემდე დაზარალებულის ოჯახს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს არ შეუძლია, გაეცნოს გამოძიების მასალებს. მეტიც, მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ყველანაირი პროცესუალური, ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და თვითონ აწარმოებდა გამოძიებას, გააყალბა ჩვენებები. ამ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია და ასევე, ადასტურებს ამ საქმის სიმძიმეს, როცა არასამთავრობო სექტორის სრული ჩართულობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის არსებითად განხილვა. მას შემდეგ, როცა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელზეც ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახს უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ, ამ სიტუაციაში, ნამდვილად დადგინდება სიმართლე და სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, ანუ რატომ მოკლა დაუგეგმავი და გაუმართლებელი სპეცოპერაციის შედეგად, რა წინაპირობები უძღოდა და რა იყო ის გარემოებები, რომელიც ხდიდა აუცილებელს ამ არაპროფესიონალურად ჩატარებულ სპეცოპერაციას, ასევე, რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი, როცა მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა, რატომ უარყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, როცა ოჯახს და საზოგადოებას აინტერესებთ სიმართლის დადგენა, ყველა ამ კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, გასცეს პასუხები და გადასცეს ყველა მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ გვინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და ვთქვათ, რომ სახელმწიფომ მათ პროტესტის უფლება ჩამოართვა,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42