ხელფასი 15 ათას ლარამდე - საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა
პოლიტიკა - 19:19, 11 Jan, 2020     1440
საქართველოს საპენსიო სააგენტო დირექტორს ეძებს. მოქმედ დირექტორი, ლევან სურგულაძე კი ოფიციალურად გათავისუფლდა.


შერჩეული კანდიდატის ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება, სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

განაცხადების შეტანა 31 იანვრამდეა შესაძლებელი.

მოთხოვნები

მინიმალური განათლება: ბაკალავრი;

სამუშაო გამოცდილება: 5 წელი;

პროფესია: ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს სამართალი.

დამატებითი მოთხოვნები

ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა;

საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

დირექტორის ფუნქციები

უწყების სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

სააგენტოს მართვა.

დირექტორის მოვალეობები

სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;

სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;

სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;

სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;

სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით;

საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა;

სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა;

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;

სააგენტოსთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;

სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;

საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება;

ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42