გენადი არველაძე - თავისუფალი კონკურენციის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
პოლიტიკა - 14:35, 11 Jan, 2020     823

„თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვა და განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დღეს ჩვენი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, საჭიროა ბიზნეს სექტორისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება კონკურენციის პოლიტიკის შესახებ და მათთვის მეტი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება. დიდი მადლობა ევროკავშირს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" დახურვის ღონისძიებაზე.


„საქართველოს მთავრობის ამოცანაა ისეთი ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას და თავისუფალი კონკურენციის დანერგვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


აღნიშნული პროექტი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში კონკურენციის კულტურის დახვეწას და საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას. პროექტმა 100-ზე მეტ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელმაც ხელი შეუწყოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას.


ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42