ჯობია დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს - ამირან გამყრელიძე ვადაგასულ მედიკამენტებზე
პოლიტიკა - 13:14, 11 Jan, 2020     1865
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

აუდიტის დასკვნის გამოხმაურებისას გამყერელიძემ აღნიშნა, რომ და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტით დაინფიცირებული 127 ათასი ადამიანიდან 27 ათასი მკურნალობაზე უარს აცხადებს.

მისი თქმით, ხდება მედიკამენტების იმაზე დიდი რაოდენობით შესყიდვა, რაც ქვეყანას სჭირდება, რადგან ეს სტრატეგიული მარაგისთვისაა საჭირო.

"დღეს ანტისხეულდადებითი ჩვენ გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი საუბრისა, თხოვნისა, 100 ათასი ადამიანი მივიდა მხოლოდ კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათას ადამიანამდე არ მისულა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ დავარწმუნოთ ეს 27 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისაგან თავისუფალი ადამიანები, მხოლოდ სხეულში აქვთ ინფექცია C ჰეპატიტის. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ, დაახლოებით 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა. იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრამას მსოფლიოში სამაგალითოს უწოდებს.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს და ეს საპროგნოზო მაჩვენებელს სრულიად აკმაყოფილებს.

"ჯობია დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს"- თქვა გამყრელიძემ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42