"მართალია, ცუდი დილა გათენდა, მაგრამ მან სიმართლე მოიტანა" - ასე გამოეხმაურა საკუთარი სტატუსის დასაწყისში "ფეისბუქზე" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის აღიარებას უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტი ირანისგან გამჭვირვალე გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯას და კატასტროფის მასალებზე 45 უკრაინელი სპეციალისტისთვის წვდომის დაშვებას ითხოვს.
"ჩვენ ველოდებით ირანისგან სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას, დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას, გარდაცვლილთა ცხედრების დაბრუნებას, ოჯახებისთვის კომპანსაციის გადახდას. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე წარიმართება და ასევე, ჩვენს 45 სპეციალისტს სრული წვდომა ექნება კატასტროფასთან დაკავშირებულ დეტალკებსა და გამოძიების მასალებზე", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მასალის გამოყენების პირობები






