"ხაძარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან ბორჯომიც კი რუსებს მიყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?!“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 11:42, 11 Jan, 2020     952

"მამუკა ხაძარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან ბორჯომიც კი რუსებს მიყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?!“ - პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი „ლელოს“ დამფუძნებელს "ფსევდოდასავლურობაში" ამხელს.

"ანააკლიის პორტს რაც ეხება, ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცების“ დროს, 35 ნავსადგურზე გათვლილი პროექტი „ლაზიკა“, საიდანაც 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეტვირთათ.
ანუ, როგორ შეიძლება დღეს, როდესაც პროექტის ინვესტიცია ერთ მესამედამდეა შემცირებული, მაინც 100 მილიონ ტონა ტვირთზე ვსაუბრობდეთ?!

თანაც ნაყარ ტვირთებზე არასოდეს ყოფილა საუბარი, მხოლოდ საკონტეინერო ტვირთებზე.
და ამიტომ მაინტერესებს:
რატომ გაჩნდა ნაყარი ტვირთები?
რატომ დაიწყო „მაერსკისთვის“ და მასთან მოთანამშრომლე კომპანიებისთვის ხელის შეშლა და მონოპოლიის მოთხოვნა რატომ გაჩნდა შავ ზღვაზე?!


და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგივე კონკრეტულად ხაზარაზის ჯგუფის მიერ!
რადგან მათ სისხლში აქვთ მონოპოლისტობა და ამას ბორჯომის ისტორიაც ადასტურებს, როდესაც მათ გენერალური ლიცენზიის ხელში ჩაგდება უნდოდათ.


შეხსენებისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც წყლის რესურსებით აპირებდნენ ცხოვრებას, აი ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის წყალი მიყიდა რუსებს, კერძოდ კი, „ალფა“ ჯგუფს და დღეს, „ბორჯომის“ ყიდვა რომ ვინმეს მოუნდეს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს და იქ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მონოპოლისტობა - ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
ეს საბანკო სექტორსაც ეტყობა, ორი ძირითადი მოთამაშეა და იქაც მონოპოლისტები არიან.

აბა თუ მართლა რამის გაკეთება უნდოდათ, ვინ უშლიდათ ხელს?!
მითუმეტეს, რომ მაშინ პრემიერად კვირიკაშვილიც ყავდათ, რომელმაც 130 მილიონი გამოუყო მიწების საყიდლად, გარანტიებიც შეუქმა და საპენსიო რეფორმაც მათთვის მოაწყო და არა ადამიანების ღირსეული სიბერისთვის.
( ისე, ვინაა დარწმუნებული რომ იმ მიწებში ფული არ გაკეთდა?!
ან ვინ არის იმ ფულზე პასუხისმგებელი?!)

პირადად მე, 2018 წლის თებერვალში ვიყავი პორტში, სადაც 5 ძროხა დადიოდა და 2 ტრაქტორი მუშაობდა...
მოკლედ ფაქტია, ხაზარაზის და მისი ჯგუფის მთავარი მიზანი, საპენსიო რეფორმიდან მიღებული ფულის პორტის მშენებლობაში დაბანდება და იქიდან დამატებითი შემოსავლის მიღება იყო და არა ინვესტორების მოზიდვა.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვა დრო და ეს საქმეები აუცილებლად გამოძიებული იქნება"- აცხადებს ჭიჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42