შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით ახსნა და თქვა, რომ ხაზარაძემ ვერ გათვალა საგარეო საფრთხეები და რომ კონსორციუმის დამფუძნებლისა და მთავრობის ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა.
„მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება, როგორც პრორუსული ორიენტაცია, როდესაც რუსულ საფრთხეებზე საუბრობ. ჩემი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის მინდოდა ეს ყოფილიყო. ის საუბარი, რომელიც თუ შედგა, იმიტომ, რომ ამ საუბარზე ბატონი მამუკას გარდა არავინ საუბრობს, რასაც ის არგუმენტად ცდილობს მოიყვანოს, ეს არ არის არგუმენტი, რომელიც მას ხელისუფლების პრორუსულობაში დასადანაშაულებლად გამოადგება. ამ ქვეყანაში რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა, არ არის პროდასავლურობის ინდიკატორი. ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულების გამო, რომელიც სახეზეა და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს“, - განაცხადა კაკულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






