რა შემთხვევაში დაიშვება თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილი ტექდათვალიერებაზე
პოლიტიკა - 13:27, 10 Jan, 2020     1586
გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.


გათხევადებული აირის აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატები აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის (ინსპექტირების ორგანო) მიერ გაიცემა.

ამასთან, გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ვადებშია აუცილებელი, კერძოდ: აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება მისი დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია.

ინსპექტირების ცენტრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება, თუ ინსპექტირების ცენტრი ისეთი აირბალონის ინსპექტირებას მოახდენს, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა ჯერ გასული არ არის.

რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება.

გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, თუ აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აირბალონისა და მისი მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატების მოპოვებას.

ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. მათი მისამართებია:

o შპს „გაზ კონტროლი" -- ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №67

o შპს „გიომოტორსი" -- ქ. გორი, სუხიშვილის ქ №63

o შპს "გიომ-1" -- ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ. №32

o შპს "ჰესლერი" -- ქ. თბილისი გიორგი მდივანის პირველი შესახვევი №10

o შპს "გარეჯი 2010" -- საგარეჯო, დოდაშვილის ქ. № 13

o შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: თელავის რაიონის სოფ. ნასამხრალი

o შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: წნორი, ქიზიყის ქ. № 55

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკვა შესაძლებელია სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში, ნომერზე: 2192233 - ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 – 18:00 სთ-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42