"მნიშვნელოვანი და სასწაული უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.
რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!
წლის მოვლენა - გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;
წლის ეკონომიკური მიღწევა - 1$=3ლარი;
წლის პოლიტიკური მიღწევა - ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება (პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);
წლის პოლიტიკური დაპირება - ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო (ქუთაისის აეროპორტიდან)
წლის ანეგდოტი - ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;
წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა - დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო ( ექიმის არა, გიჟის);
წლის ტრაგედია - ერს ისევ ძინავს;
წლის დიაგნოზი - ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;
წლის სახალხო მიღწევა - გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;
შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს" - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






