ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები რაულ ხაჯიმბას პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 09:53, 10 Jan, 2020     744

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას პოსტის ვადაზე ადრე დატოვებისკენ მოუწოდეს.

დადგენილებას ცხრამეტმა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი, დადგენილების მოწინააღმდეგე კი ოთხი დეპუტატი იყო.

ოპოზიციის მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ მობილიზებულები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი იქამდე არ დაიშლებიან, სანამ რაულ ხაჯიმბა არ გადადგება. თავად ხაჯიმბა კი მიიჩნევს, რომ ე.წ. პარლამენტის დადგენილების პროექტმა, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა კი ადმინისტრაციის შენობა დატოვა.

ისინი, არ ცნობენ, საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42