ოპოზიცია პიკეტირებებისა და აქციების რეჟიმში გადადის - ივანიშვილს ცხელი დღეები ელის
პოლიტიკა - 19:12, 09 Jan, 2020     1353
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის დახურული შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტების განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა და არჩევნების გაყალბების თავიდან აცილება იყო.
ოპოზიცია საარჩევნო სიების გადამოწმებას ითხოვს, რადგან მათ აქვთ ეჭვი, რომ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრაზე სამოქმედო გეგმები დასახეს. დაიგეგმა ორი მასშტაბური აქცია, რომელიც იანვრის თვეში რეგიონებში გაიმართება. ასევე მათ დააანონსეს, რომ ოთხ თებერვალს, სესიის გახსნის დღეს დაგეგმილია პიკეტირება და ამ რეჟიმში გააგრძელებენ ისინი მოქმედებას.ამას გარდა ოპოზიცია განაგრძობს სანქციების სიაზე მუშაობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი ელოდებიან საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
"შევთანხმდით სიაზე, რომელსაც აქამდე სანქციების სიად მოვიხსენიებდით, მას უნდა ეწოდოს 20 ივნისის სანქციების სისა, რადგან უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც ამ სიაში შევლენ უკავშირდება 20 ივნისის რამეს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დაიწყება აქციები, შეხვედრები მოსახლეობასთან. მისი თქმით ხელისუფლება კონკრეტულ დათმობებზე უნდა წავიდეს.
"იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება მასშტაბური აქციები, შეხვედრები მოსახლეობასთან, რომ მაქსიმალურად გამოვაღვიძოთ საზოგადოება. ქვეყანა არის დიდ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ხელისუფლება კონკრეტულ დათმობებზე უნდა წავიდეს, იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება. ჩვენ ასევე ვმსჯელობთ თბილისში მასშტაბური აქციის ჩატარების თარიღზე, რომელზეც თვის ბოლომდე შევჯერდებით, გარდა ამისა იქნება პიკეტირებები და წინააღმდეგობების სხვადასხვა კერები" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42