მთავრობის მეთაური ჩემოდანს ალაგებს - "გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა"
პოლიტიკა - 17:45, 09 Jan, 2020     4319
ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა მალე შეიცვლება ოპოზიციაში და მედიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

პოლიტიკოსები ღიად ალაპარაკდნენ, რომ გიორგი გახარია თანამდებობის დასატოვებლად ემზადება.

არსებული ინფორმაციით, პრემიერი გიორგი გახარია ძალიან მალე „ქართუ ჰოლდინგის“ პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.

მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია.

ოპოზიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ "გახარია, რომლის გაპრემიერება თითქოს ასე პრინციპული იყო ივანიშვილისთვის, ოთხი თვის თავზე მალფუჭებადი პროდუქტივით გადასაგდებია".

"მალე ექვთიმიზებულ ოლიგარქს ახალი პრემიერი ეყოლება. ეს უკვე მისი რიგითი მეხუთე პრემიერი იქნება ღარიბაშვილის, კვირიკაშვილის, ბახტაძისა და გახარიას შემდეგ.

გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა - პრემიერობის ოთხი თვე შეუსრულდა და უკვე ჩემოდანს ალაგებს.

გახარია, რომლის გაპრემიერება თითქოს ასე პრინციპული იყო ივანიშვილისთვის, ოთხი თვის თავზე მალფუჭებადი პროდუქტივით გადასაგდებია.

როცა საზოგადოება ითხოვდა მის თავს, ივანიშვილმა იგი არ დათმო.

20 ივნისის შემდეგ, პრობლემა ივანიშვილის სისუსტეში იყო და არა გახარიას სიძლიერესა და შეუცვლელობაში. ივანიშვილი სიჯიუტით ცდილობდა წაშლილი სახის შენარჩუნებას.

საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ხალხის მხარდაჭერის მქონე ძლიერი პოლიტიკური ლიდერი არ ერიდება საზოგადოებასთან დათმობას, კომპრომისს. მხოლოდ სუსტს და პანიკაში მყოფს ჰგონია, რომ სხვისთვის დათმობა ბოლოს მოუღებს მის ძალაუფლებას.

მოკლედ, ექვთიმე ვისაც ახლა დანიშნავს, იმას ვეღარ გამოცვლის. წელს ხალხი მასაც და მის ახალ პრემიერსაც ერთად გამოცვლის თაიგულად"- აცხადებს მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42