მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა.
როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს უთხრა, "ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან".
მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალების მოლოდინი ჰქონდა.
„საუბრის მთავარი თემა იყო ავადმყოფობა. მოლოდინი შეწყალების, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ დარწმუნებული იყო. რეალობასაც აცნობიერებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნამდვილად არ არის სახარბიელო. როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია. როგორც ექსპერტებმაც გააკეთეს დასკვნები, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება. სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ეს უნდა უზრუნველყოს როგორც ეკლესიამ, როდესაც ის ამბობს, რომ ის ზრუნავს მრევლზე“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.
მასალის გამოყენების პირობები






