ჩვენ კვლავაც ვართ და ვიქნებით ლიდერი რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 14:42, 09 Jan, 2020     805

„ჩვენ კვლავაც ვართ და ვიქნებით ლიდერი რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით," - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა მცდარი შეფასება საქართველოს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მაჩვენებლისა და მისი სხვა ქვეყნის ანალოგიურ მონაცემთან შედარების შესახებ. „გათვალისწინებული არ არის ელემენტარული მეთოდოლოგიური გარემოებები. ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი ნიშნის მოგებით იჩქარებს და დაიწყებს საქართველოს შედარებას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მოვუწოდებ, ელემენტარულად მეთოდოლოგიაში გაერკვეს და ჩვენ მზად ვართ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბერში ახალი მეთოდოლოგიით დათვალა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები, რომელიც ჯერ არ ასახულა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, მათ შორის, სავალუტო ფონდის მონაცემებში. ამავე დროს, რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელეს და მათი მონაცემები უკვე აისახა სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

„მერწმუნეთ, იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც ფიქსირდება ბოლო პერიოდში, ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ახალი მეთოდოლოგიით გადათვლილი, საკმაოდ მაღალია და ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი დაახლოებით 4700 დოლარს მიაღწევს. ყოველივე ეს სავალუტო ფონდის მომდევნო მიმოხილვაში აისახება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42