2020 წელი ინტერნეტიზაციის პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა იქნება - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 13:59, 09 Jan, 2020     1039

„ინტერნეტიზაციის პროექტით ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც, ქვეყანაში უკვე ხორციელდება 5 წლიანი სტრატეგია. მათი მხრიდან ასევე გამოთქმულია სურვილი, რომ „ოუფენ ნეტის" პროგრამაც დააფინანსონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია საკუთარი სახსრები, მაგრამ როდესაც დაზუსტდება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი წყაროები პროექტის განხორციელებისთვის" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული ორი საკითხი - „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.


ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უშუალოდ ქსელის მშენებლობას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნათია თურნავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ყველაზე გამოცდილი სტრუქტურა, რომელიც წლებია, ახორციელებს მსოფლიო ბანკის პროექტებს, არის სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი.

„აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს შევძლოთ ქსელის მშენებლობის დაწყება, ხოლო მისი თანმიმდევრობა, რეგიონები, შემდეგი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. პროექტის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42