რა ბედი ელის ანაკლიის პორტს? - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება მოსკოვის დავალებას შეასრულებს
პოლიტიკა - 11:01, 09 Jan, 2020     1054
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანაკლიის პორტის მშენებლობა არ განხორციელდება.

"ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტს, ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს. თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდება, ეს ნიშნავს პირდაპირ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მოსკოვის დავალება შეასრულა,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ რაც გასაფუჭებელი იყო, უკვე გააფუჭა და რაც არ უნდა დეკლარირებდნენ, რომ ემხრობიან პორტის მშენებლობას, საქმით საწინააღმდეგო მტკიცდება და მთელ ბიზნესსექტორს მისცეს მესიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლება პორტის მშენებლობას არ ემხრობა. ასე რომ ამ ხელისუფლების ხელში, მეეჭვება წინ გადაიდგას რაიმე ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, კონსორციუმს ვადას გაუგრძელებენ თუ არა," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას გია ვოლსკის თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია პორტი და სატრანზიტო ფუნქცია

"არსებობს ჯგუფი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს ინვესტორი, კონსოლიდაცია გაუწიოს გარკვეულ ბიზნესჯგუფს, მოაგროვოს ფული და განახორციელოს პროექტი. ვერ აკეთებს და რა უნდა ქნას სახელმწიფომ ასეთ შემთვევაში. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია პორტი და სატრანზიტო ფუნქცია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42