"ქვეყანაში კანონის ნაცვლად მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის სამართალი, რომელიც ხელს აფარებს დამნაშავე სპეცრაზმელსაც და კრიმინალებსაც, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გასატარებად" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:38, 08 Jan, 2020     826
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, ქვეყანაში ორმაგი სამართალი მოქმედებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მიერ 24 წლის ბიჭის წამებით მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედებს არა რეალური, არამედ მხოლოდ ერთი სამართალი და ესაა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების".


"ქვეყანაში კანონი ფაქტობრივად არ მუშაობს. ამაზე მეტყველებს საზარელი მკვლელობის საქმე, რომელზეც საქმე აღძრულია არა მკვლელობის, არამედ სხვა მუხლით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში მოქმედებს ორმაგი სტანდარტი, მოქმედებს ორმაგი სამართალი: ერთი სამართალი, რომელიც არ მუშაობს ეს არის რეალური სამართალი და კანონი, მეორე არის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სამართალი. ამ საქმეშიც არის კვალი და მცდელობა იმისა, რომ საქმე ისე გაფუჭდეს, რომ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახდეს. არადა სიმართლე ზედაპირზე დევს. თუ ხელისუფლების ინტერესია ვიღაცას ხელი დააფაროს, იქნება ეს მაღალი თუ რიგითი სპეცრაზმელი, მას აუცილებლად ხელს დააფარებს. ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის შემთხვევაში... ივანიშვილის ხელისუფლება არათუ სპეცრაზმელებს არამედ შავი სამყაროს წარმომადგენლებს აფარებს ხელს და ორივე შემთხვევაში მათ იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად" - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42