ირანის მიერ იმ ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმას, სადაც ამერიკული ქვედანაყოფები იყო დისლოცირებული, საერთაშორისო ექსპერტები ეხმაურებიან. "ფორმულას" ეთერში ექსპერტმა ეკა აკობიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული ომის საფრთხისა, გადაჭრით თქმა, რომ ეს პროცესი დაიწყება ნაადრევია და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მან პროცესების კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში საქართველოზე უარყოფითი გავლენის საფრთხეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზე პრიდაპირ გავლენას არ მოახდენს. მიუხედავად ამისა, აკობია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიფხიზლე მართებს.
"საქართველო რა თქმა უნდა ამ ფართო რეგიონის ნაწილია, თუმცა პირდაპირი ეფექტი უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ექნება, თუმცა საომარ ვითარებას აქვს თავისი თანამდევი ეკონომიკური და სოციალური გამოვლინებები. საქართველო ძალიან ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს, რათა მინიმალიზებური იყოს ნეგატიური ზემოქმდება, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორც ევროპასთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ განვითარებების მიმართ იყოს ფხიზელი და საკუთარი ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება და უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური. შესაძლოა, განცხადებები არ კეთდებოდეს ღიად, მაგრამ უნდა იყოს მზადყოფნა ნებისმიერი განვითარებისთვის და უნდა მიმდინარეობდეს შესაბამისი სამუშაოები",-აცხადებს ეკა აკობია.
ეკა აკობიამ ირანი-აშშ-ს კონფლიქტში რუსეთის როლზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთს სახარბიელო ვიტარებაში არ აყენებს.
"არამგონია, რომ ეს რუსეთისთვის იყოს ძალიან სახარბიელო განვითარება, პირიქით, ამან შეიძლება შეცვალოს ის მყიფე ბალანსი ახლო აღმოსავლეთში, რაც რუსეთმა მოიპოვა ამერიკის შედარებით ნაკლები ჩართულობით სირიის ომში. რაც შეეხება სპეცსამსახურებს და აღნიშნულ საკითხებს, ეს შიდა პოლიტიკური საკითხებია, შიდა უსაფრთხოების საკითხებია და ჩვენი სპეცსამსახურები ყველა მიმართულებით უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ნებისმიერი შესაძლო დაძაბულობა და პროვოკაციის მცდელობა, იყოს აღკვეთილი და არ მიეცეს ფართო გავლენის შესაძლებლობა",-განაცხადა ეკა აკობიამ.
წყარო: formulanews.ge
მასალის გამოყენების პირობები






