დეკანოზ მამალაძეს სამედიცინო თვალსაზრისით აქვს სრული ყურადღება, მას თავის დროზე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა - თალაკვაძე
პოლიტიკა - 18:09, 07 Jan, 2020     850
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად მიიღო.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამედიცინო თვალსაზრისით აქვს სრული ყურადღება და მას თავის დროზე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა.

„როდესაც ადამიანი შიმშილობს, კანონმდებლობით მას განსაკუთრებული ყურადღება და მონიტორინგი ესაჭიროება სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრო და სასჯელაღსრულების სისტემა ამ შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. ყველა პატიმარს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ადამიანს, ვინც რჩება პატიმრობაში, ვუსურვებ, რომ მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს, საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ყველა ჩვენ, მედიაც, პოლიტიკოსებიც უნდა მოვერიდოთ ისეთი საკითხების პოლიტიზებას, სადაც რეალურად საკითხები არის გასარკვევი სასამართლოში, სადაც საკითხები არის გასარკვევი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ემოციებითა და ურთიერთბრალდებების ფონზე.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო. შესაძლოა, ზოგისთვის ეს იყოს მიუღებელია, ზოგისთვის მისაღები, მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, ეს იყო სამარცხვინო, ვგულისხმობ ბრალდებებს, რომელიც გაისმა კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, იმ ადამიანის მისამართით, რომლის ინიციატივითა და სინოდის გადაწყვეტილებით მოხდა შუამდგომლობის მიმართვა. უნდა დავფიქრდეთ კარგად ვიდრე ბრალდებებს გავახმოვანებთ, ვიდრე ცილს დავწამებთ ვინმეს, თუ უფრო მეტად დავუფიქრდებით ჩვენს სიტყვებს, ჩვენს განცხადებებს, გვექნება უკეთესი ქვეყანა და უკეთესი სახელმწიფო“, – აცხადებს თალაკვაძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პატიმრები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურების იგივე სტანდარტით როგორც ყველა სხვა მოქალაქე.

„პატიმრებს აქვთ საშუალება, როგორც პენიტენციური სისტემის, ასევე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში მიიღონ მომსახურება, კვლევები თუ მკურნალობა. შესაბამისად, ათასობით პატიმარი სარგებლობს ამით, ამით სარგებლობს ბატონი მამალაძეც. მე არ მგონია, რომ მედიასთან გასარკვევი საკითხი იყოს პაციენტის დიაგნოზი და რა მკურნალობა სჭირდება მას, ეს არის ადვოკატის, ოჯახის წევრების სახელმწიფოსთან განხილვის საგანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42