სასულიერო პირი, პეტრე ცაავა მეუფე დიმიტრის მოუწოდებს გაასაჯაროოს გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი, რომელიც მეუფე დიმიტრიმ პირადად მიიღო.
ამასთან ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრი დაკავებულ დეკანოზსს ეუბნებოდა, რომ მისი უდანაშაულობის სჯეროდა, თუმცა ტიტულს ვერ დათმობდა და ვერ დაიცავდა.
"მეუფე დიმიტრი უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანია. უფელმა იცის, ვის რა როლი აქვს მამა გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის საქმეში. უფალი გასცემს მას პასუხს. თვითონ გაახმოვანოს, მასაც ხომ მიუვიდა ერთი ეგზემპლარი (დეკანოზის წერილი). როდესაც მამა გიორგი საბყრობილეში ერთადერთხელ მოინახულა, უთხრა: ვიცი, რომ შენ მართალი ადამიანი ხარ, არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მე ვერ დაგიცავ, რადგან ჩემთვის მთავარი ჩემი ეპისკოპოსობაა. მე ჩემს მღვდელმთავრობას ვერ გავწირავო"- განაცხადა პეტრე ცაავამ.
მასალის გამოყენების პირობები






