ეკლესიის კარზე მორიგი სკანდალი მწიფდება:"ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები, პასუხს ვაგებინებ" - მეუფე იაკობის მორიგი მუქარა
პოლიტიკა - 09:44, 07 Jan, 2020     1403
ეკლესიის კარზე მორიგი სკანდალი მწიფდება - დღის სინათლეზე მეუფე იაკობი ისევ გამოჩნდა და წმინდა ნინოს სახელობის ტაძარის ამბიონიდან თქვა, რომ ჩუმად ყოფნას არ აპირებს.


საშობაო წირვის შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე, მეუფე პეტრე ცაავაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

"ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა - რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე - რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი, სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი ცოტა მეტად იფიქრონ. როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, ისინი სად და ვისთან ერთად დადიან, გადახედონ.

თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ.

ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ,"- აღნიშნა მეუფემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა,დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე განმარტა, რომ პრეზიდენტმა პატრიარქის და საპატრიარქოს შეთავაზება არ გაითვალისწინა.

მეუფე იაკობი "პატრიარქის შეურაცხყოფის გამო", ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ღიად ემუქრება.

„პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს ალბათ, მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ, კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს,“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42