"შეტევა პატრიარქის წინააღმდეგ - შემთხვევითი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრის მეორე დღეს ხდება" - თამარ ჩხეიძე
პოლიტიკა - 18:53, 06 Jan, 2020     1272
"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას ეხმაურება.
ტამარ ჩხეიძე მიიჩნებს, შეწყალებაზე უარის მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში პატრიარქის წინააღმდეგ ახალი შეტევის აგორების განზრახვაა.
"ამაზრზენია, პრეზიდენტის მიერ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმა. თანაც ისეთი რამ დააბრალა, რაც ოფიციალურადაც კი არა აქვს წაყენებული! სასაცილოა, რომ თქვა, ამას ხალხი ვერ გაიგებდაო. მკვლელების სკანდალური შეწყალების მიმღები ამ არგუმენტს ამბობს ადამიანზე, რომელსაც არავინ მოუკლავს! ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ამ უარის მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში პატრიარქის წინააღმდეგ ახალი შეტევის აგორების განზრახვაა! შემთხვევითი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრის მეორე დღეს ხდება, რაც განსაკუთრებით აადვილებს მისთვის ამ გადაწყვეტილების დაბრალებას. მე არ მომწონს რომ გაცილებით ადრეც საპატრიარქომ არ მოითხოვა მამალაძის განთავისუფლება და არა ერთი სხვა რამ.მშვენივრად ვიცი, რომ პატრიარქი ყოველთვის ვერ იჩენს პრინციპულობას მაგრამ ისეთი, როგორიც არის, ის არ არის, რაც ჭირდებათ ივანიშვილს და მის უკან მდგომ პუტინს და სურთ მისი მოშორება! რატომ? ამის მიზეზი არაერთია, ახლა მთავარ მიზეზზე_ რუსეთის მთავარი ამოცანა დღეს საქართველოში არის ქვეყნის და მსოფლიოს შეგუება ე.წ. ახალ "რეალიებთან"- ოკუპაციის ლეგალიზაცია.
პატრიარქი მტკიცედ, თანმიმდევრულად, განუწყვეტლივ უწევს წინააღმდეგობას ამას.რამდენიმე დღის წინ, მან კვლავ კატეგორიულად განუცხადა პუტინს, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს! ამიტომაც ჩაირთო მასზე ახალი შეტევის სიგნალი და გამოიყენეს კიდეც მამალაძის ამბავი, რომელიც თავიდანვე ეკლესიის წინააღმდეგ იქნა შეთითხნილი! ვისაც ოდნავ მაინც ანალიზის უნარი გააჩნია, წესით არ უნდა წამოეგოს ამ ახალ სიგნალს! ზურაბიშვილი ივანიშვილს ემორჩილება და არა პატრიარქს - ეს ხომ იცით" - წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42