სკანდალი: ზურაბიშვილისა და შორენა თეთრუაშვილის გასაუდუმლოებული შეხვედრა მამალაძის არშეწყალების გამოცხადებამდე - "ის თეზისები გაიარეს, რაზეც დღეს იქნებოდა საუბარი"
პოლიტიკა - 17:17, 06 Jan, 2020     2729
ე.წ. ციანიდის სამეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ აპელირებს საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე, როცა საქმეში პატრიარქის სახელი საერთოდ არ არის ნახსენები და დეკანოზი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივენ-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე სცნო დამნაშავედ.

ამასთან, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, გუშინ სალომე ზურაბიშვილი შორენა თეთრუაშვილს შეხვდა.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ აუდიენცია 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდა ის თეზისები და მესიჯბოქსი, რაც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააჟღერა.

"საქართველოს პრეზიდენტი გუშინ უშუალოდ შორენა თეთრუაშვილს შეხვდა. ეს შეხვედრა გაიმართა პატრიარქთან აუდიენციის შემდეგ. პრეზიდენტი თეთრუაშვილს, საპატრიარქოში თეთრუაშვილის კაბინეტში შეხვდა. 20-25 წუთიან შეხვედრაზე შესაძლოა მხარეებმა სწორედ ის თეზისები გაიარეს, რაზეც დღეს იქნებოდა საუბარი. ყველასთვის კარგად ცნობილია, რამდენად სენსიტიურია საქართველოს პატრიარქის თემა საქართველოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოტყუებასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. სამჯერ მივმართეთ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, გადავეცით მასალები სადაც საუბარი საერთოდ არ არის პატრიარქის მკვლელობის მომზადებაზე საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით"- განაცხადა ფანცულაიამ.

ცნობისთვის დღეს სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა. საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, შეწყალებულთა შორის მსჯავრდებული სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ პატრიარქის "სიცოცხლის ხელყოფა ქვეყნის ხელყოფაა". ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ბრალდება მამალაძეს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელბას არც კი ედავება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42