მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო უარს აცხადებს ხელმეორედ მიმართოს ზურაბიშვილს მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების თხოვნით.
რაც შეეხება მამა გიორგის შეწყალების საკითხს, მამა ანდრიამ თქვა, რომ "დეკანოზის გათავისუფლებით ეკლესიის მიმართ პერფორმანსი დასრულდებოდა".
"ეკლესიას მოგეხსენებათ, რომ დღეს სრულიად სხვა სამზადისი აქვს, თუმცა რადგანაც საზოგადოების დიდი ინტერესია, გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს შეწყალების თაობაზე გამოვეხმაუროთ.
უპირველესად უნდა ავღნიშნოთ, რომ თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებების ეკლესიის მიმართ, ეკლესიის შუამდგომლობის გადაწყვეტილებამ მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მთავარმა ორგანომ - სინდოდმა და სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის და ის გამოხატავს ეკლესიის ნებას.
პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი. აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი ისედაც გულმოწყალებას გულისხმობს.
ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ეს პერფორმანსი დასრულდებოდა.
ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენი ხედვით, მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






