"დადგეს სპექტაკლი, ზურაბიშვილს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ მიუღია... სიჩუმეს არ ვაპირებთ"- დეკანოზ მამალაძის ძმის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 12:08, 06 Jan, 2020     1103
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირი საპატიმროში უშუალოდ საქართველოს პატრიარქის დავალებით რჩება.

როგორც თორნიკე მამალაძემ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორეს მსჯავრდებულის ეშინია, რადგან პატიმრობაში მყოფ გიორგი მამალაძეს ბევრი ინფორმაცია აქვს პირადად პატრიარქზე.

"რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს უარი უთხრა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება და შუამდგომლობის გაგზავნა იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან, რადგანაც თავად პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, თავს ლაფი დაასხა. მან მოატყუა მთელი საზოგადოება. მათ დადგეს სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კათოლიკოს- პატრიარქმა, პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, კარგი მსახიობები არიან.

ჩემი ძმა რომ რჩება საპატიმროში, არის არა სინოდის რომელიმე წევრის, არამედ თავად კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება. პატრიარქი არის შეშინებული. მას ეშინია ჩემი ძმის, რადგანაც მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მიმართ. მან იცოდა, რომ ჩემი ძმა აპირებდა წმინდა სინოდზე, თუ ღია ეთერებში ამ თემებზე საუბარს, ამიტომაც პატრიარქი დღეს შეშინებულია და დატოვა პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისი თქმით, "გაჩუმებას არ აპირებს".

„გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას. ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არამედ პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებიც ეკლესიის სათავეში არიან. კათოლიკოს-პატრიარქი მტერია სიმართლის. ჩუმად ყოფნას აღარ ვაპირებთ. კათოლიკოს-პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს. მან გვითხრა, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა. მექნება შეხვედრა ჩემს ძმასთან, თუ რა წერილების გასაჯაროებას ვაპირებთ. ყველაფერს მოვფენ ნათელს. დაე, მოხდეს ის, რისიც ეშინოდათ კათოლიკოს-პატრიარქს და სინოდის წევრებს. მოვფენთ ნათელს, თუ ვინ არის კათოლიკოს-პატრიარქი, რა სამართლებრივი და სულიერი ცოდვები აქვს ჩადენილი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42