დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, ხორცი 15 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა - "საქსტატი"
პოლიტიკა - 12:18, 03 Jan, 2020     1689

2019 წლის დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხორცი 15 %-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა. მონაცემებს "საქსტატი" აქვეყნებს.

„საქსტატი“ დეკემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 პროცენტი);

ბოლო ერთ წელში, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება. სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42