1-ლი იანვრიდან საოჯახო სასტუმროები წყალს ახალი ტარიფით გადაიხდიან - რას ნიშნავს ჰიბრიდული მოდელი
პოლიტიკა - 10:32, 02 Jan, 2020     1667
კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი - ე.წ. ჰიბრიდული ტარიფი დაამტკიცა, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში და შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს.მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება განსაზღვრული პერიოდულობით, მათ შორის, სხვადასხვა საიტების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა ). შესაბამისად, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში და თავად ამ ბინაში არ ცხოვრობენ, კვლავაც სასმელი წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42