2019 წლის საქართველო - "გავრილოვის სისხლიანი ღამიდან" ქართველ ტროლ-ბოტებზე Facebook-ის შეტევამდე
პოლიტიკა - 22:35, 31 Dec, 2019     1338

2019 წლის საქართველო განსაკუთრებული პოლიტიკური მოვლენებით ნამდვილად იქნება გამორჩეული უახლეს ისტორიაში. ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ 20 ივნისიდან მოყოლებული ქუჩის პროტესტი თითქმის არ შეწყვეტილა ზაფხულიდან წლის ბოლო დღის 31 დეკემბრის ჩათვლით, როცა ხელისუფლებამ დასუფთავების სამსახურის ფორმებში ჩაცმული პირების მიერ რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ გაშლილი კარვები ძალის გამოყენებით აიღო, მათ შორის პანკისში, ლოგინში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის.

ყველაფერი კი 20 ივნისს დაიწყო და მას უკვე „გავრილოვის სისხლიანი“ ღამე ეწოდა.

საქართველოს მოქალაქეებმა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დასმა რუსთაველის გამზირზე გააპროტეტა. ხელისუფლებამ მოქალაქეებს სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა, რის შემდეგაც ახალგაზრდება თვალები დაკარგეს, დაშავდა ასობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.


ნიკა მელია და პოლიტპატიმრები

„ქართული ოცნების“ 93 დეპუტატმა, გავრილოვის ღამის საპროტესტო აქციისთვის ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნას მხარი დაუჭირა. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიოს წარმომადგენლის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმას აპროტესტებდა, დღემდე პოლიტპატიმრად რჩებიან. ნიკა მელიას ელექტრონული ბრასლეტი დაადო პროკურატურამ, ხოლო საბოლოოდ ბანკი ქართუს საქმეზე მას იგივე ოცნების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატი შეუწტვიტა.

პროპორციული სისტემა - ივანიშვილმა მოქალაქეები და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა

გავრილოვის ღამის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნა და თანხმობბა განაცხადა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ამასთან ოცნებამ გადაწყვიტა ნულოვანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების გაყუქმება. თუმცა ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ“ მაჟორიტარების ე.წ.პროტესტის დახმარებით, დაპირებული ცვლილება პარლამენტში ჩააგდო, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური ფონი კვლავ დაძაბა, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩნა.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდები შემდეგ ქართული ოცნების რიგები დატოვა რამოდენიმე დეპუტატმა მათ შორის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა ზამთრის ცივ ღამეში წყლის ჭავლითა და რობოკოპებით

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის პარლამენტში მიზანმიმართულ ჩაგდებას სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტი მოჰყვა. მშვიდობიანი მომიტინგეები პარლამენტის წინ ხელისუფლებამ მინუს 2 გრადუს ყინვაში წყლის ჭავლით და რობოკოპებით დაშალა.

სასამართლო სისტემა და „ქართული ოცნების“ ჩამოშლა

სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა სკანდალური სია გახდა არა მხოლოს საზოგადოების აღშფოთებისა და ქართული ოცნების რიგებიდან პარტიის წამყვანი სახეების დემონსტრაციულად წასვლის მიზეზი, არამედ სასამრთლო სისტემის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნით შეხედეს საერთაშორისო პარტნიორებმა. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იზრუნოს დემოკრატიული რეორმებისთვის, რათა პროკურატურა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოლებული.

მოსამართლეების სკანდალური სიის გამო უმრავლესობა დატოვა ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიშაიშვულმა, ლევან კობერიძემ და სხვებმა.

საეკლესიო სკანდალი და შეთქმულება საპატრიარქოს ტახტის წინააღმდე

საკლესიო სკანდალი ჯერ კიდევ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. თუმცა ამ წლის სკანდალი მაინც პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება გახდა, რომელსაც, მეურე იაკობის თქმით, ხელისუფლების მაღალი თანამდბობის პირები გეგმავდნენ, მათ შორის სახელდებოდა გიორგი გახარია.

ვაჟა ექიმი ოკუპანტების ტყვეობაში

28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. მანამდე მას 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საოკუაპციო რეჟმმა გაფრინდაშვილის გასამართლება იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ მან არ აღიარა ე.წ. საზღვრის კვეთა , ხოლო დაკავების დღიდან ექიმი აცხადებდა, რომ ის რუსეთი მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად.


2019 წლის ყველაზე დიდი სკანდალი: Facebook-ის შეტევა ქართველ ტროლ-ბოტებზე - ხელისუფლებასთან აფილირებული 418 ქართული ანგარიში გაუქმებულია

"ფეისბუქმა" თავისი სივრციდან გააქრო 400-ზე მეტი ქართული ანგარიში. მათგან ყველა: 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებუკლი იყო და მათი ადმინები ხელისუფლების ნარატივს, მის საერთო მესიჯბოქს ავრცელებდნენ, ამასთან, ანტიდასავლურ კამპანიას ეწეოდნენ და ოპოზიციურ ლიდერებზე სხვადასხვა ჭორებს ავრცელებდნენ.

ასეთ მასშტაბურ შეტევებს "ფეისბუქის" ადმინისტრაცია ძალიან იშვიათ შემთხვევებში ახორციელებს. დაახლოებით ამ მასშტაბის იყო წმენდა, რომელიც "ფეისბუქმა" რუსეთსა და ჩინეთში ჩაატარა და ეს წმენდა პირდაპირ ხელისუფლებას დაუკავშირა. ამიერიდან საქართველოც სწორედ იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ხელისუფლება ყალბ გვერდებსა და პროფილებს ქმნის ან/და აფინანსებს: ორგანიზაციის ცნობით, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ამ გვერდებსა და პროფილებს ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი აქვთ დახარჯული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42