ყველას შეუძლია გახდეს მშობელი - ჟორდანიას კლინიკა
ჯანმრთელობა - 13:24, 31 Dec, 2019     5521
უშვილობა და უნაყოფობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. თუ ქალი 1 წლის განმავლობაში ინტენსიური დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ არ დაფეხმძიმდება, წყვილი უნაყოფოდ ითვლება. თანამედროვე მედიცინის წყალობით ასეთი ადამიანების დახმარება და მათი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

ინ ვიტრო განაყოფიერება არის დამხმარე რეპროდუქციული საშუალება, რომლის წყალობით ძალიან ბევრ წყვილს შეეძინა დიდი ხნის ნანატრი შვილი. იგი გულისხმობს განაყოფიერების განხორციელებას ქალის ორგანიზმის გარეთ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.

რა პროცესებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება?

ირველ ეტაპზე სპეციალური მედიკამენტების საშუალებით ხდება საკვერცხეების სტიმულაცია კვერცხუჯრედების მოსამწიფებლად. ეს პროცესი დაახლოებით 3-იდან 14 დღემდე გრძელდება. პარალელურად ექოსკოპიით მიმდინარეობს ფოლეკულებზე დაკვირვება. როდესაც კვერცხუჯრედები მომწიფდება, რეპროდუქტოლოგი ახდენს მათ ასპირაციას, ანუ ქალის ორგანიზმიდან აღებას. ამის პარალელურად, ხდება მამაკაცის სპერმის მომზადება.

პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ლაბორატორიაში ხდება ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება მამაკაცის სპერმით, რომლის შედეგად მიიღება ემბრიონი. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაბორატორიაში აგრძელებს ზრდა-განვითარებას. შემდგომ რეპროდუქტოლოგს ემბრიონი გადააქვს ქალის ორგანიზმში, სადაც განაგრძობს განვითარებას ბუნებრივი ორსულობის იდენტურად.

ინვიტრო განაყოფიერება არის აღიარებული როგორც უსაფრთხო და წარმატებული რეპროდუქციის მეთოდი. ქალების უმეტესობა განაყოფიერებიდან დაახლოებით 1-2 კვირაში (დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე) უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამასთან, შემდეგი 9 თვის განმავლობაში ორსულობის პროცესი არაფრით არ განსხვავდება ბუნებრივად დაწყებული ორსულობისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები არიან სრულიად ჯანმრთელები და ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით.

ინვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში არის ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის დარგში. პროფესიონალი ექიმებისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის წყალობით იგი წლებია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას. კლინიკაში მუშაობენ როგორც ქართველი ექიმები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჟორდანიას კლინიკაში ორსულობის დადგომის სიხშირემ 75%-ს მიაღწია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და კიდევ უფრო ცხადყოფს კლინიკის წარმატებულ საქმიანობას. ჟორდანიას კლინიკას ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.zhordaniaclinic.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42