"ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის და მშენებლობის, ისე მომსახურების სექტორებში"- მიქაბაძე
პოლიტიკა - 12:02, 31 Dec, 2019     690

2020 წელს საქართველო საპროგნოზოზე მაღალი ეკონომიკური ზრდით შეხვდა. „საქსტატის" მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,4 - პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 11 თვის საშუალო ზრდა 5,3 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.2 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის, ასევე მშენებლობის და მომსახურების სექტორებში. მისი თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა; ვაჭრობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

„ნოემბერში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 345.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.2 პროცენტით გაიზარდა და 782.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 38.1 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 436.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან ნოემბერში, ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი 5.6%-იანი (10.7 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ნოემბერში 13.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, საგარეო გამოწვევების და დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო მდგრადია შოკების მიმართ, რისი შედეგიცაა მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42